1. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ვირტუალურად მიემგზავრებიან ამერიკაში,იკვლევენ ყველაფერს მისი დედაქალაქის, ვაშინგტონის შესახებ, ეცნობიან ამერიკასა და ამერიკის კულტურას.
2. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ვირტუალურად მიემგზავრებიან ვაშინგტონში, ათვალიერებენ ქალაქს და იკვლევენ ყველაფერს მისი დაარსებიდან დღემდე. იხილავენ მას, როგორც ამერიკის მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს.
ბავშვები დაიყოფიან ჯგუფებად და ჯგუფების მიხედვით თვითონ ირჩევენ, რომელი ჯგუფი მოიძიებს მასალებს ამერიკის არქიტექტურის,ამერიკელი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების, ამერიკულიკინოსა და მსახიობების შესახებ. ბავშვების მიერ მოძიებული იქნება მასალები ამერიკელ ფილოსოფოსებზე, მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. აგრეთვე შეაგროვებენ მასალებს ამერიკელი მეცნიერების შესახებ, უნდა მოიძიონ ცნობები, იმ ქართველი მეცნიერების შესახებ, რომლებიც მოღვაწეობდნენ(ან მოღვაწეობენ) ამერიკაში.
მოსწავლეების ერთ-ერთი ჯგუფი შეაგროვებს მასალებს ცნობილი ქართველი ადამიანების შესახებ, რომლებსაც მიღებული აქვთ ამერიკული განათლება
ბოლოს ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს მოგზაურობის შესახებ, რამ და ვინ მოახდინა მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. გამართავენ დისკუსიას მოძიებული მასალის
გარშემო. მოაწყობენ შეხვედრას ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან.
3. მონაწილეთა ასაკი/კლასები:15–16 / X– XI კლასი
4. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
5. პროექტის შესაძლო აქტივობები: მასალების მოძიება წიგნებიდან, ჟურნალებიდან, ინტერნეტიდან. კვლევა, დისკუსია, პრეზენტაცია
6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ა) მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს და შესაბამისად ქვეყანას.
ბ) მოსწავლეები გამოიმუშავებენ ინფორმაციის მოძიების, დამატებით ლიტერატურაზე და ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევას.
გ) ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას.
დ)გაკეთდება: ბლოგი, ალბომი თვალსაჩინოებისთვის.
7. სარგებელი სხვებისთვის: ვფიქრობ ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუცხოო ქალაქისა და შესაბამისად ქვეყნის წარსულისა და აწმყოს, კულტურული მემკვიდრეობის, ცხოვრების განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობების მიღება.
8. სამუშაო ენა: ინგლისური
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ გეგმასთან კავშირში:
პროექტი კავშირშია შემდეგ საგნებთან:
ისტორია: (პროექტში უნდა იყოს გამოკვლეული და მოძიებული მრავალი ისტორიული მასალა.)
გეოგრაფია: (პროექტში განიხილება ამერიკის გეოგრაფიული მდებარეობა.)
ქართული ენა და ლიტერატურა:(ქართველი მწერლები , რომლებიც მოღვაწეობდნენ ამერიკაში )
პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გაიღრმაონ ცოდნა ვაშინგტონისა და საერთოდ ამერიკის შესახებ. ისწავლონ წიგნზე მუშაობა და ნავიაცია ინტერნეტში. გამოიყენონ საინფორმაციო ტექნოლოგიები შესაძლო პროდუქტების შესაქმნელად.
შედეგი, რაც შეიძლება მივიღოთ არის, ის ,რომ ბავშვები გამოიმუშავებენ კვლევა-ძიების, დამატებითი ლიტერატურის და ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევას. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას და ურთიერთთანამშრომლობას. უფრო აზრიანად და ნაყოფიერად გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.
10.პროექტის ხელმძღვანელის სახელი: თამარ ლეკიშვილი - საგარეჯო, გიორგიწმინდის საჯარო სკოლა.
თანამონაწილე მასწავლებლები: თ.სვიმონიშვილი. მ.კუჭუაშვილი
11. პროექტის ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: lekishvili.tamuna25@gmail.com
12. პროექტი: „Hello America!“
No comments:
Post a Comment